უშუალო მოქმედება Direct Effect
Van Gend & Loos (1963)
საქმე 26/62 · CJEU · 1963-02-05 · ECLI:EU:C:1963:1
NV Algemene Transport- en Expeditie Onderneming van Gend & Loos v Netherlands Inland Revenue Administration.
კითხვა
ნიდერლანდურმა კომპანიამ გერმანიიდან შემოტანილ ქიმიურ ნივთიერებაზე (შარდოვანა-ფორმალდეჰიდი) გაზრდილი საბაჟო გადასახადი გაასაჩივრა. ნიდერლანდების სატარიფო კომისიამ (Tariefcommissie) სასამართლოს ჰკითხა: შეუძლია თუ არა კერძო პირს ეროვნულ სასამართლოში დაეყრდნოს EEC-ის ხელშეკრულების მუხ. 12-ს — ურთიერთვაჭრობაში ახალი საბაჟო გადასახადების დაწესებისა და არსებულის გაზრდის აკრძალვას? [PDF გვ. 3, 5]
სასამართლოს პასუხი
დიახ. ხელშეკრულების ნორმა, რომელიც მკაფიო და უპირობო ვალდებულებას აწესებს და ეროვნულ საკანონმდებლო ღონისძიებას არ საჭიროებს, უშუალოდ მოქმედებს: ქმნის ინდივიდუალურ უფლებებს, რომლებიც ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან.
„…the Community constitutes a new legal order of international law for the benefit of which the states have limited their sovereign rights, albeit within limited fields, and the subjects of which comprise not only Member States but also their nationals.“
— PDF გვ. 12
„The wording of Article 12 contains a clear and unconditional prohibition which is not a positive but a negative obligation.“
— PDF გვ. 13
„Article 12 of the Treaty establishing the European Economic Community produces direct effects and creates individual rights which national courts must protect.“
— სარეზოლუციო ნაწ., პ. 1 — PDF გვ. 16
დღეს: იგივე აკრძალვა დღეს — შინაარსობრივად TFEU 30 (ex 25 TEC) · წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა: მაშინ EEC 177, დღეს TFEU 267 (ex 234 TEC)
ოფიციალური ტექსტი — EUR-Lex ↗
პრიმატი Primacy / Supremacy
Costa v ENEL (1964)
საქმე 6/64 · CJEU · 1964-07-15 · ECLI:EU:C:1964:66
Flaminio Costa v E.N.E.L.
კითხვა
იტალიამ 1962 წლის 6 დეკემბრის კანონით (№ 1643) ელექტროენერგიის წარმოება და განაწილება ნაციონალიზებულ ჰყო და შექმნა ENEL. ფლამინიო კოსტამ — ნაციონალიზებული Edison Volta-ს აქციონერმა და მომხმარებელმა — მილანის მომრიგებელ მოსამართლესთან (Giudice Conciliatore) ელექტროენერგიის ქვითარი გაასაჩივრა. იტალიის მთავრობა ამტკიცებდა: ეროვნული სასამართლო ვალდებულია ეროვნული კანონი გამოიყენოს, ამიტომ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა „აბსოლუტურად დაუშვებელია“. [PDF გვ. 2, 7]
სასამართლოს პასუხი
ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სამართალს, როგორც დამოუკიდებელ წყაროს, ვერ გადაფარავს ეროვნული ნორმა, მათ შორის გვიანდელი კანონი: სახელმწიფოებმა თავიანთი სუვერენული უფლებები მუდმივად შეზღუდეს, ამიტომ ცალმხრივი აქტი კავშირის სამართალს ვერ აჯობებს.
„By contrast with ordinary international treaties, the EEC Treaty has created its own legal system which, on the entry into force of the Treaty, became an integral part of the legal systems of the Member States and which their courts are bound to apply.“
— PDF გვ. 7 (ნაბეჭდი 593)
„…the law stemming from the Treaty, an independent source of law, could not, because of its special and original nature, be overridden by domestic legal provisions, however framed, without being deprived of its character as Community law and without the legal basis of the Community itself being called into question.“
— PDF გვ. 8 (ნაბეჭდი 594)
დღეს: პრიმატი ხელშეკრულებების მუხლებში დღემდე არ წერია — მხოლოდ დეკლარაცია №17 · წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა: მაშინ EEC 177, დღეს TFEU 267
ოფიციალური ტექსტი — EUR-Lex ↗