iusunionis
EU LAW

გადაწყვეტილების მიღება ევროპის კავშირში

ვინ, რა უმრავლესობით და რა პროცედურით იღებს აქტებს — მოქმედი ხელშეკრულებების (TEU / TFEU) მიხედვით

EU-ში „კანონს“ ერთი ორგანო არ იღებს. ყოველ მუხლში, რომელიც კავშირს უფლებამოსილებას ანიჭებს, ორი რამ წერია: რომელი პროცედურით (ორდინარული თუ სპეციალური) და რა უმრავლესობით (კვალიფიციური, ერთხმად, უბრალო). ამიტომ პირველი კითხვა ნებისმიერ ამოცანაში ასეთია: რომელია სამართლებრივი საფუძველი? — სწორედ ის განსაზღვრავს, ვის აქვს ვეტო და ვის — მხოლოდ რჩევა. ეს გვერდი წესებს ერთად აგროვებს; ყოველ წესს ახლავს მუხლი და კონსოლიდირებული ტექსტის გვერდი.

წყარო: კონსოლიდირებული ტექსტი, 2025-03-15 (EUR-Lex 02016ME/TXT-20250315). „PDF N“ — ფაილის გვერდი. ქართული ტექსტი — ჩვენი თარგმანი/შეჯამება; ციტატები — ორიგინალით.

1. ვინ როგორ აძლევს ხმას

ხელშეკრულება თითოეულ ორგანოს ნაგულისხმევ წესს აძლევს — ის მოქმედებს, „თუ ხელშეკრულებები სხვა რამეს არ ითვალისწინებს“. გამონაკლისები კონკრეტულ მუხლებშია (იხ. ქვემოთ ცხრილი).

საბჭო · Council

კვალიფიციური უმრავლესობა

“The Council shall act by a qualified majority except where the Treaties provide otherwise.” — TEU 16(3) — PDF 22

  • უბრალო უმრავლესობა = წევრთა (და არა დამსწრეთა) უმრავლესობა; 27 წევრისას — 14 TFEU 238(1) — PDF 148; ABC გვ. 73
  • ერთხმად — თავის შეკავება მიღებას არ უშლის ხელს TFEU 238(4) — PDF 149
  • საკანონმდებლო აქტის პროექტს საჯარო სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის TEU 16(8) — PDF 23

ევროპული საბჭო · European Council

კონსენსუსი

“Except where the Treaties provide otherwise, decisions of the European Council shall be taken by consensus.” — TEU 15(4) — PDF 22

  • საკანონმდებლო ფუნქციას არ ახორციელებს TEU 15(1) — PDF 21
  • QMV-ით კენჭისყრისას იგივე ფორმულა (16(4) / 238(2)); პრეზიდენტი და კომისიის პრეზიდენტი ხმას არ აძლევენ; თავის შეკავება ერთხმად მიღებას არ უშლის TFEU 235(1) — PDF 147
  • პროცედურულ საკითხებზე — უბრალო უმრავლესობა TFEU 235(3) — PDF 147

ევროპარლამენტი · European Parliament

მიცემული ხმების უმრავლესობა

“Save as otherwise provided in the Treaties, the European Parliament shall act by a majority of the votes cast.” — TFEU 231 — PDF 146

  • ზოგჯერ საჭიროა სრული შემადგენლობის უმრავლესობა — მაგ. საბჭოს პოზიციის უარყოფა ან შესწორებები მეორე მოსმენისას TFEU 294(7)(b)–(c) — PDF 169
  • TEU 7-ის მიზნით — მიცემული ხმების ⅔, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობაცაა TFEU 354, მე-4 აბზ. — PDF 193

კომისია · Commission

წევრთა უმრავლესობა

“The Commission shall act by a majority of its Members.” — TFEU 250 — PDF 152

  • საკანონმდებლო აქტი მიიღება მხოლოდ კომისიის წინადადებით, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (ინიციატივის მონოპოლია) TEU 17(2) — PDF 23

2. კვალიფიციური უმრავლესობა (QMV)

1 ნოემბრიდან 2014 მოქმედებს „ორმაგი უმრავლესობა“: ითვლება როგორც სახელმწიფოების რაოდენობა, ისე მათი მოსახლეობა. ორივე ზღვარი ერთდროულად უნდა გადაილახოს.

“at least 55 % of the members of the Council, comprising at least fifteen of them and representing Member States comprising at least 65 % of the population of the Union”

TEU 16(4) — PDF 22

შემთხვევაროდისსახელმწიფოები27-დანმოსახლეობაწყარო
ჩვეულებრივი QMVსაბჭო მოქმედებს კომისიის (ან უმაღლესი წარმომადგენლის) წინადადებით≥ 55% წევრისა, მინ. 1515 / 27≥ 65% მოსახლეობისაTEU 16(4) — PDF 22
„გაძლიერებული“ QMVსაბჭო არ მოქმედებს კომისიის / უმაღლესი წარმომადგენლის წინადადებით≥ 72% წევრისა20 / 27≥ 65% მოსახლეობისაTFEU 238(2) — PDF 148
ხმას ყველა არ აძლევსმაგ. გაძლიერებული თანამშრომლობა, TEU 7, TEU 50 — ითვლება მხოლოდ მონაწილე სახელმწიფოები≥ 55% (ან 72%) მონაწილეთა—≥ 65% მონაწილეთა მოსახლეობისაTFEU 238(3)(a)–(b) — PDF 148–149; 330 — PDF 185

„/ 27“ — ჩვენი არითმეტიკა 27 წევრისთვის: 27 × 0,55 = 14,85 → 15 (ამიტომ „მინ. 15“ ამჟამად იგივე ზღვარია); 27 × 0,72 = 19,44 → 20.

მაბლოკირებელი უმცირესობა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 4 წევრისგან — თორემ კვალიფიციური უმრავლესობა მიღწეულად ითვლება, მაშინაც კი, თუ მომხრეები 65%-ს ვერ აღწევენ. ანუ სამ სახელმწიფოს — თუნდაც ყველაზე მრავალრიცხოვანს — მარტო დაბლოკვა არ შეუძლია.

“A blocking minority must include at least four Council members, failing which the qualified majority shall be deemed attained.” — TEU 16(4), მე-2 აბზ. — PDF 23

🧮 სცადეთ: მიიღება თუ არა?

სავარჯიშო: შეიყვანეთ მომხრე სახელმწიფოების რაოდენობა და მათი მოსახლეობის წილი. კალკულატორი ამოწმებს მხოლოდ ხელშეკრულების ფორმულას (TEU 16(4), TFEU 238(2)); ქვეყნების რეალური მოსახლეობა აქ არ არის — ის საბჭოს ყოველწლიური გადაწყვეტილებით დგინდება.

„დაფიქრების“ მექანიზმი და ძველი წესი (შეწონილი ხმები)

„დაფიქრების“ მექანიზმი (დეკლარაცია №7-ში ჩართული საბჭოს გადაწყვეტილება): 1 აპრილიდან 2017, თუ მოწინააღმდეგეები მაბლოკირებელი უმცირესობისთვის საჭირო მოსახლეობის ან სახელმწიფოების ≥ 55%-ს შეადგენენ, საბჭო საკითხს განიხილავს და ცდილობს „დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტას“ — კენჭისყრის ვადების დარღვევის გარეშე. ამ გადაწყვეტილების შეცვლამდე ევროპული საბჭო კონსენსუსით წინასწარ იმსჯელებს (ოქმი №9). დეკლ. №7, მუხ. 4–6 — PDF 331–332; ოქმი №9 — PDF 267

31 ოქტომბრამდე 2014 მოქმედებდა შეწონილი ხმები (მაგ. გერმანია, საფრანგეთი, იტალია, გაერთ. სამეფო — 29-29, მალტა — 3): საჭირო იყო ≥ 260 ხმა + წევრთა უმრავლესობა (კომისიის წინადადებისას) და, მოთხოვნის შემთხვევაში, მოსახლეობის ≥ 62%. 2014–2017 წლებში ნებისმიერ წევრს შეეძლო ძველი წესით კენჭისყრის მოთხოვნა. ოქმი №36, მუხ. 3(2)–(3) — PDF 315–316

3. ერთხმად

ერთხმად = ყოველ სახელმწიფოს ვეტო აქვს. ხელშეკრულება ამას პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებისთვის ინახავს. მაგრამ თავის შეკავება ვეტო არ არის.

სად არის ერთხმად — მაგალითები

4. საკანონმდებლო პროცედურები

ლისაბონის შემდეგ „საკანონმდებლო აქტი“ ფორმალური ცნებაა: ეს არის ნებისმიერი რეგულაცია, დირექტივა ან გადაწყვეტილება, რომელიც საკანონმდებლო პროცედურით მიიღეს. პროცედურა ორია — ორდინარული და სპეციალური.

ორდინარული პროცედურა

ordinary legislative procedure

ევროპარლამენტი და საბჭო ერთობლივად იღებენ რეგულაციას, დირექტივას ან გადაწყვეტილებას კომისიის წინადადებით; დეტალები — მუხ. 294

TFEU 289(1) — PDF 167

სპეციალური პროცედურა

special legislative procedure

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აქტს იღებს ევროპარლამენტი საბჭოს მონაწილეობით, ან საბჭო — ევროპარლამენტის მონაწილეობით

TFEU 289(2) — PDF 167

საკანონმდებლო აქტი

legislative act

საკანონმდებლო პროცედურით მიღებული სამართლებრივი აქტი

TFEU 289(3) — PDF 167

გამონაკლისი ინიციატორები

TFEU 289(4)

ცალკეულ შემთხვევებში — სახელმწიფოთა ჯგუფი, ევროპარლამენტი, ECB-ის რეკომენდაცია, სასამართლოს ან EIB-ის თხოვნა

TFEU 289(4) — PDF 167

ორდინარული პროცედურა ნაბიჯ-ნაბიჯ · TFEU 294

ძველი სახელი — „თანაგადაწყვეტილების პროცედურა“ (co-decision). ABC: ორდინარული პროცედურა „არსებითად შეესაბამება ადრინდელ co-decision-ს“ და EU-ში კანონშემოქმედების ზოგადი წესია. ABC გვ. 111 (PDF 113); TFEU 294 = ex 251 TEC — PDF 169

კომისია EP საბჭო EP + საბჭო · ✅ აქტი მიღებულია · ⛔ აქტი მიუღებელია

  1. 0. წინადადება

    • კომისია კომისია წინადადებას წარუდგენს ევროპარლამენტს და საბჭოს 294(2)
  2. 1. პირველი მოსმენა

    • EP EP იღებს პოზიციას და უგზავნის საბჭოს (ვადა არ არის!) 294(3)
    • საბჭო საბჭო ეთანხმება EP-ის პოზიციას → აქტი მიღებულია EP-ის რედაქციით ✅ 294(4)
    • საბჭო არ ეთანხმება → იღებს საკუთარ პოზიციას პირველ მოსმენაზე და აცნობებს EP-ს მიზეზებს 294(5)–(6)
  3. 2. მეორე მოსმენა — 3 თვე (+1)

    • EP ამტკიცებს საბჭოს პოზიციას ან არაფერს წყვეტს → აქტი მიღებულად ითვლება საბჭოს რედაქციით ✅ 294(7)(a)
    • EP სრული შემადგენლობის უმრავლესობით უარყოფს → აქტი მიუღებლად ითვლება ⛔ 294(7)(b)
    • EP სრული შემადგენლობის უმრავლესობით სთავაზობს შესწორებებს → საბჭოს და კომისიას (კომისია აფასებს) 294(7)(c)
    • საბჭო 3 თვეში, QMV-ით, ამტკიცებს ყველა შესწორებას → აქტი მიღებულია. კომისიის უარყოფით შეფასებულ შესწორებაზე — ერთხმად ✅ 294(8)(a), (9)
    • საბჭო ყველას არ ამტკიცებს → 6 კვირაში იწვევენ მომრიგებელ კომიტეტს 294(8)(b)
  4. 3. მომრიგებელი კომიტეტი — 6 კვირა (+2)

    • EP + საბჭო საბჭოს წევრები + თანაბარი რაოდენობის EP-ის წევრი; ერთიანი ტექსტი — საბჭოს მხრიდან QMV, EP-ის მხრიდან უმრავლესობა. კომისია მონაწილეობს და შუამავლობს 294(10)–(11)
    • EP + საბჭო ერთიანი ტექსტი ვერ შეთანხმდა → აქტი მიუღებლად ითვლება ⛔ 294(12)
  5. 4. მესამე მოსმენა — 6 კვირა (+2)

    • EP + საბჭო EP (მიცემული ხმების უმრავლესობა) და საბჭო (QMV) იღებენ ერთიან ტექსტს → აქტი მიღებულია; რომელიმე ვერ იღებს → მიუღებელია ✅ 294(13)

პრაქტიკა ≠ ტექსტი. ხელშეკრულება „ტრილოგს“ არ იცნობს. ABC-ის მიხედვით, პრაქტიკაში წესად იქცა პროცედურის პირველ მოსმენაზე დასრულება — EP-ის, საბჭოსა და კომისიის წარმომადგენლების არაფორმალურ ტრილოგში კომპრომისის მოძებნით; მთელ პროცედურას მხოლოდ ძალიან საკამათო პროექტები გადიან.

“In practice, it has actually become the rule for the legislative process to be completed at first reading.” — ABC გვ. 113 (PDF 115)

სპეციალური პროცედურები

სპეციალური პროცედურის ერთი სქემა არ არსებობს — ყოველი მუხლი თავად ამბობს, ვინ იღებს აქტს და რა როლი აქვს მეორე ორგანოს. სახელმძღვანელოები (გაბრიჩიძე; ABC) ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ:

საკონსულტაციო პროცედურა

consultation

საბჭო (ხშირად ერთხმად) იღებს აქტს ევროპარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ. EP-ის აზრი სავალდებულოა მოისმინონ, მაგრამ არა — გაიზიარონ

  • არაპირდაპირი გადასახადები TFEU 113 — PDF 89
  • შიდა ბაზრის დაახლოება 115-ით TFEU 115 — PDF 91
  • საკუთარი რესურსები TFEU 311, მე-3 აბზ. — PDF 177
  • ოჯახის სამართალი TFEU 81(3) — PDF 75

ABC: თავდაპირველად ეს იყო EU-ს სტანდარტული საკანონმდებლო პროცედურა (გვ. 116, PDF 118)

თანხმობის პროცედურა

consent

აქტი მიიღება მხოლოდ ევროპარლამენტის თანხმობით. EP-ს შესწორებების შეტანა არ შეუძლია — მხოლოდ „დიახ“ ან „არა“ (ანუ ვეტო)

  • დისკრიმინაციასთან ბრძოლა TFEU 19(1) — PDF 51
  • მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო TFEU 312(2) — PDF 177
  • „მოქნილობის“ მუხლი TFEU 352(1) — PDF 191
  • EP-ის არჩევნების ერთიანი პროცედურა TFEU 223(1) — PDF 144

ABC: EP-ის როლი „შემოიფარგლება მიღებით ან უარყოფით“ (გვ. 117, PDF 119)

EP იღებს — საბჭოს თანხმობით

EP acts, Council consents

იშვიათი შებრუნებული ფორმა: აქტს ევროპარლამენტი იღებს საკუთარი ინიციატივით, საბჭოს თანხმობით

  • EP-ის წევრების სტატუსი TFEU 223(2) — PDF 144

ბიუჯეტის პროცედურა

annual budget

სპეციალური პროცედურა საკუთარი ვადებით: კომისიის პროექტი 1 სექტემბრამდე → საბჭოს პოზიცია 1 ოქტომბრამდე → EP-ს 42 დღე → მომრიგებელი კომიტეტი 21 დღე → 14 დღე. ბოლო სიტყვა შეიძლება ევროპარლამენტს ჰქონდეს (314(7)(d))

  • წლიური ბიუჯეტი TFEU 314 — PDF 178–180

ევროპარლამენტის თანხმობა — არა მხოლოდ კანონებზე

5. „ხიდი“, „მუხრუჭი“ და მოქნილობა

„ხიდი“ (პასერელი)

bridging clause / passerelle

ევროპულ საბჭოს შეუძლია ერთხმად გადაწყვიტოს, რომ საბჭომ ერთხმად-ის ნაცვლად QMV-ით იმოქმედოს, ან სპეციალური პროცედურა ორდინარულით შეიცვალოს — ხელშეკრულების შესწორებისა და რატიფიკაციის გარეშე. პირობები: EP-ის თანხმობა (სრული შემადგენლობის უმრავლესობით) და ნებისმიერ ეროვნულ პარლამენტს ვეტო აქვს 6 თვის განმავლობაში. თავდაცვაზე და სამხედრო საკითხებზე — არ ვრცელდება.

სპეციალური „ხიდები“: TEU 31(3) (CFSP) · TFEU 81(3) (ოჯახის სამართალი) · 153(2) (სოციალური) · 192(2) (გარემო) · 312(2) (ფინ. ჩარჩო) · 333 (გაძლ. თანამშრომლობა) PDF 32–33, 75, 111, 128–129, 177, 187; ABC გვ. 116–117

TEU 48(7) — PDF 41–42

„ავარიული მუხრუჭი“

emergency brake

ორდინარული პროცედურის (QMV) ფარგლებში სახელმწიფოს შეუძლია პროექტი ევროპულ საბჭოს გადასცეს, თუ ის მისი სოციალური დაცვის ან სისხლის სამართლის სისტემის ფუნდამენტურ ასპექტებს ეხება. პროცედურა ჩერდება; ევროპული საბჭო 4 თვეში ან პროექტს აბრუნებს, ან (სოც. დაცვა) იგი მიუღებლად ითვლება. სისხლის სამართალში შეუთანხმებლობისას ≥ 9 სახელმწიფოს შეუძლია გაძლიერებული თანამშრომლობა დაიწყოს — ნებართვა ავტომატურია.

TFEU 48, მე-2 აბზ. — PDF 63; 82(3) — PDF 76; 83(3) — PDF 77

გაძლიერებული თანამშრომლობა

enhanced cooperation

„უკანასკნელი საშუალება“: თუ კავშირი მთლიანად მიზანს გონივრულ ვადაში ვერ აღწევს, მინ. 9 სახელმწიფოს შეუძლია კავშირის ორგანოები გამოიყენოს (არა განსაკუთრებულ კომპეტენციაში). ნებართვა — საბჭო (ზოგადი წესით QMV, TEU 16(3)), კომისიის წინადადებით + EP-ის თანხმობით (CFSP-ში — ერთხმად). ხმას მხოლოდ მონაწილეები აძლევენ; აქტები მხოლოდ მათ ავალდებულებს.

ABC: პირველი შემთხვევა — განქორწინებაზე გამოსაყენებელი სამართალი, მას შემდეგ რაც 2006 წლის წინადადებამ საბჭოში ერთხმად ვერ მიიღო (გვ. 44, PDF 46)

TEU 20 — PDF 26–27; TFEU 329–330 — PDF 185–186

დელეგირებული და აღმასრულებელი აქტები

delegated / implementing acts

საკანონმდებლო აქტს შეუძლია კომისიას მიანიჭოს უფლება, მიიღოს დელეგირებული აქტი, რომელიც „არაარსებით ელემენტებს“ ავსებს ან ცვლის; არსებითი ელემენტები მხოლოდ საკანონმდებლო აქტშია. EP-ს (სრული შემადგენლობის უმრავლესობით) ან საბჭოს (QMV) შეუძლია დელეგირების გაუქმება ან პროტესტი. აღმასრულებელი აქტი — როცა ერთიანი პირობებია საჭირო (კონტროლს სახელმწიფოები ახორციელებენ).

TFEU 290 — PDF 167–168; 291 — PDF 168

6. რომელ საკითხზე — რა წესი

ერთი და იგივე სფეროც კი შეიძლება ორ მუხლს შორის იყოფოდეს — მაგ. შიდა ბაზრის დაახლოება 114-ით ორდინარულია, 115-ით კი ერთხმადაა. ამიტომ სამართლებრივი საფუძვლის არჩევა პოლიტიკური ბრძოლის საგანიცაა.

სფერომუხლიპროცედურასაბჭო / ევრ. საბჭოევროპარლამენტიPDF
შიდა ბაზრის დაახლოებაTFEU 114(1)ორდინარული QMVთანაკანონმდებელიPDF 89
შიდა ბაზრის დაახლოება (დირექტივები)TFEU 115სპეციალური ერთხმადკონსულტაციაPDF 91
მიგრანტი მუშაკების სოციალური დაცვაTFEU 48ორდინარული QMV + „მუხრუჭი“თანაკანონმდებელიPDF 62–63
სისხლის სამართლის მინიმალური წესებიTFEU 82(2), 83(1)ორდინარული QMV + „მუხრუჭი“თანაკანონმდებელიPDF 75–77
გარემოს დაცვა (ზოგადი)TFEU 192(1)ორდინარული QMVთანაკანონმდებელიPDF 128
გარემო — ფისკალური ზომებიTFEU 192(2)სპეციალური ერთხმადკონსულტაციაPDF 128
მოქალაქეთა ინიციატივის წესებიTFEU 24(1)ორდინარული QMVთანაკანონმდებელიPDF 53
არაპირდაპირი გადასახადებიTFEU 113სპეციალური ერთხმადკონსულტაციაPDF 89
დისკრიმინაციასთან ბრძოლაTFEU 19(1)სპეციალური ერთხმადთანხმობაPDF 51
„მოქნილობის“ მუხლიTFEU 352(1)სპეციალური* ერთხმადთანხმობაPDF 191
მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოTFEU 312(2)სპეციალური ერთხმად (ხიდი → QMV)თანხმობაPDF 177
წლიური ბიუჯეტიTFEU 314სპეციალური QMV (მომრიგ. კომიტეტში)თანაბარი / ბოლო სიტყვაPDF 178–180
ასოცირების შეთანხმებაTFEU 218(6)(a), (8)არასაკანონმდებლო ერთხმადთანხმობაPDF 140
CFSP — ზოგადი წესიTEU 31(1)არასაკანონმდებლო ერთხმად— (საკანონმდ. აქტი გამორიცხულია)PDF 32
ახალი წევრის მიღებაTEU 49არასაკანონმდებლო ერთხმადთანხმობა (სრ. შემადგ.)PDF 42
გასვლის შეთანხმებაTEU 50(2)არასაკანონმდებლო QMV (238(3)(b))თანხმობაPDF 42–43
ღირებულებების სერიოზული დარღვევაTEU 7(2)–(3)არასაკანონმდებლო ევრ. საბჭო ერთხმად → საბჭო QMVთანხმობა (⅔)PDF 18; 354 — PDF 192–193
ხელშეკრულების შესწორება (ჩვეულებრივი)TEU 48(2)–(5)არასაკანონმდებლო საერთო თანხმობა + ყველა რატიფიკაციაწინადადება / კონსულტაციაPDF 40–41

* TFEU 352 — თავად ზომა შეიძლება იყოს როგორც საკანონმდებლო (სპეციალური პროცედურით), ისე არასაკანონმდებლო; ორივე შემთხვევაში — ერთხმად + EP-ის თანხმობა (352(1)).

7. კონსულტაციიდან თანაკანონმდებლობამდე

ABC: თავდაპირველად პარლამენტს მხოლოდ ეკითხებოდნენ; შემდეგ დაემატა თანამშრომლობა საბჭოსთან, ბოლოს კი მიიღო თანაგადაწყვეტილების უფლება. ლისაბონმა co-decision „ორდინარულ“ პროცედურად აქცია და პარლამენტი, ფაქტობრივად, საბჭოს გვერდით თანაკანონმდებელი გახდა. ABC გვ. 68 (PDF 70), გვ. 111 (PDF 113)

  1. კონსულტაცია

    საბჭო წყვეტს, EP — მხოლოდ აზრს გამოთქვამს

    დღეს — სპეციალური პროცედურა (TFEU 113, 115 …)

  2. თანამშრომლობა

    მაასტრიხტის ტექსტში — მუხ. 189c: საბჭოს „საერთო პოზიცია“ → EP-ს შეეძლო მისი უარყოფა, მაგრამ მაშინ საბჭოს ერთხმად შეეძლო აქტის მიღება

    Maastricht, მუხ. G(61) → EC 189c — OJ C 191, გვ. 38 · გაუქმებულია

  3. თანაგადაწყვეტილება (co-decision)

    მაასტრიხტმა შემოიღო მუხ. 189b: მომრიგებელი კომიტეტი, EP-ის ვეტო. ⚠️ მაგრამ თუ კომიტეტი ვერ შეთანხმდებოდა, საბჭოს QMV-ით შეეძლო საკუთარი პოზიციის დადასტურება — და აქტი მიიღებოდა, თუ EP სრული შემადგენლობის უმრავლესობით არ უარყოფდა

    Maastricht, მუხ. G(61) → EC 189b(6) — OJ C 191, გვ. 37–38 · → ex 251 TEC → TFEU 294

  4. ორდინარული პროცედურა (ლისაბონი)

    მომრიგებელი კომიტეტის ჩავარდნა = აქტი მიუღებელია. EP და საბჭო სრულიად თანაბარნი არიან

    TFEU 294(12) — PDF 170; ABC გვ. 115 (PDF 117) · ზოგადი წესი

8. ხშირი შეცდომები

წყაროს კრიტიკა

საფიქრალი სემინარისთვის

  1. რატომ არის საბჭოსთვის 72%, როცა ის კომისიის წინადადების გარეშე მოქმედებს (238(2))? რას იცავს ეს წესი?
  2. Tobacco Advertising (კვ. 2) — რატომ ირჩევენ ინსტიტუტები 114-ს და არა 115-ს ან 352-ს? რას კარგავს და რას იგებს ამ არჩევანით ცალკეული სახელმწიფო?
  3. „ხიდი“ (TEU 48(7)) ხელშეკრულებას რატიფიკაციის გარეშე ცვლის. რატომ მისცეს ეროვნულ პარლამენტებს ვეტო და არა მთავრობებს?
  4. ტრილოგი ეფექტიანია, მაგრამ დახურულია. როგორ ეხამება ეს TEU 16(8)-ს (საბჭოს საჯარო სხდომა)?
  5. საქართველო–EU ასოცირების შეთანხმების დასადებად რა უმრავლესობა იყო საჭირო საბჭოში და რა როლი ჰქონდა EP-ს? (TFEU 218(6), (8))

წყაროები