ნგრევიდან ინტეგრაციამდე — რა მდგომარეობა იყო რეალურად და რატომ გახდა ეკონომიკური თანამშრომლობა აუცილებელი
სახელმძღვანელოები ჩვეულებრივ წერენ, რომ NATO-სა და ევროპული ინტეგრაციის მიზანი იყო უსაფრთხოება და ეკონომიკური აღდგენა. უსაფრთხოების ნაწილი ინტუიციურად გასაგებია. ეს გვერდი მეორე ნაწილს აჩვენებს — ციფრებით, იმდროინდელი ოფიციალური დოკუმენტებიდან: რამდენად იყო დაცემული წარმოება, საკვები, ტრანსპორტი და ვალუტის მარაგები, და რატომ ვერ ახერხებდა ვერცერთი ქვეყანა აღდგენას მარტო.
„1945 წელს ევროპა, შესაძლოა, უფრო მეტად იყო რესურსებს მოკლებული, ვიდრე ოდესმე თანამედროვე ისტორიაში.“
ორიგინალი: “In 1945 Europe was perhaps more denuded of resources than at any time in modern history.” — CEEC 1947, ¶7 — გვ. 6 (PDF 13)
რატომ ეკონომიკა? — 8 ფაქტი
30–40%
წარმოება ჩამოინგრა
ომის შედეგად ბელგიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში სამრეწველო წარმოება ომამდელის 30–40%-მდე დაეცა, იტალიაში — 20%-მდე; პურეული მარცვლეულის მოსავალი — ორ მესამედამდე.
“Industrial production in Belgium, France and the Netherlands was reduced to 30-40 per cent of pre-war, and in Italy to only 20 per cent”
წყარო: CEEC 1947, ¶11 — გვ. 7 (PDF 14)
300 000
ტრანსპორტი განადგურდა
2 000 000 სატვირთო ვაგონიდან 300 000 განადგურდა, კიდევ 800 000 დაზიანდა. ანგარიშის დასკვნა: „განადგურებულ ქვეყნებს თითქმის თავიდან უნდა დაეწყოთ“.
“300,000 freight cars had been destroyed out of a total of 2,000,000 and 800,000 freight cars were damaged. The devastated countries had to start again almost from the beginning.”
წყარო: CEEC 1947, ¶11 — გვ. 7 (PDF 14)
−17%
საკვები არ ჰყოფნიდათ
პურეულის მოხმარება ერთ სულზე: 192 კგ (1934–38) → 159 კგ (1947–48); ხორცი 42,9 → 30 კგ; ცხიმი 24,1 → 17 კგ. 1947 წლის ზაფხულში ამას ყინვა და გვალვა დაემატა — ცუდი მოსავალი.
1947–48 = მოხმარება, რომელსაც ანგარიშის იმპორტის მოთხოვნები ითვალისწინებდა. ⚠️ იმავე გვერდზე ¶132 ომამდელ პურეულს 196 კგ-ს წერს — ცხრილში 192.
“Table 8 — Food Consumption per Head (Kg. per head per year)”
წყარო: CEEC 1947, ცხრ. 8 — გვ. 48 (PDF 55); ¶15 — გვ. 8 (PDF 15)
1946–47
აღდგენა შეჩერდა
1946 წლის ბოლოსთვის აღდგენა კარგად მიდიოდა (ბელგია, საფრანგეთი, ნიდერლანდები — ომამდელის 85–95%). მაგრამ 1946–47 წლის ზამთარმა — ქვანახშირის დეფიციტით, ნედლეულის გაძვირებით — ეკონომიკას „უმძიმესი დარტყმა“ მიაყენა.
“This improvement was not maintained in the winter of 1946-7. The European economy, still at the convalescent stage, suffered a most serious setback”
წყარო: CEEC 1947, ¶12–13 — გვ. 7 (PDF 14)
$10 მლრდ
დოლარის დეფიციტი
ევროპას საკვები, ქვანახშირი და დანადგარები ამერიკიდან უნდა ეყიდა, მაგრამ დოლარი არ ჰქონდა: აშშ-ის სავაჭრო ბალანსის პროფიციტი წელიწადში 10 მილიარდ დოლარს აღწევდა, ევროპის ოქროსა და დოლარის მარაგები სწრაფად ილეოდა. 1947 წლის აგვისტოში დიდმა ბრიტანეთმა სტერლინგის დოლარზე გადაცვლა შეაჩერა, საფრანგეთმა — დოლარით იმპორტი (მარცვლეულის, ქვანახშირისა და სხვა აუცილებელი საქონლის გარდა), იტალიამ — ქვანახშირისა და ნავთობის შესყიდვა.
“the surplus in the United States balance of payments which was then running at the rate of $10,000 million a year”
წყარო: CEEC 1947, ¶14 — გვ. 8 (PDF 15); ¶21 — გვ. 10 (PDF 17)
20,8 → 3,6
გერმანიის „ძრავი“ გაჩერდა
დასავლეთ გერმანიის ფოლადის წარმოება 20,8 მლნ ტონიდან (1938) 3,6 მლნ ტონამდე (1947) დაეცა. ევროპის მრეწველობა კი ათწლეულების განმავლობაში რურის კოქსზე და ლოთარინგიის რკინის მადანზე იდგა. თექვსმეტი ქვეყნის დასკვნა: დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები ვერ იქნებიან აყვავებულები, სანამ დასავლეთ ზონის ეკონომიკა პარალიზებულია.
“Other Western European countries cannot be prosperous as long as the economy of the Western Zone is paralysed”
წყარო: CEEC 1947, ცხრ. 3 — გვ. 21 (PDF 28); ¶51 — გვ. 20 (PDF 27); დანართი B, ¶3 — გვ. 70 (PDF 76)
16 + 1
ერთმანეთზე დამოკიდებული ეკონომიკები
მარშალის გეგმის 16 მონაწილემ (+ დასავლეთ გერმანია) თავად დაწერა: „მათი ეკონომიკური სისტემები ურთიერთდაკავშირებულია და თითოეულის კეთილდღეობა ყველას კეთილდღეობის აღდგენაზეა დამოკიდებული“.
“their economic systems are interrelated and that the prosperity of each of them depends upon the restoration of the prosperity of all”
წყარო: CEEC 1947, პრეამბულა (vi) — გვ. 2 (PDF 9)
×4
ევროპა ორად გაიყო — ეკონომიკურადაც
1948 წელს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ერთ სულზე წარმოება დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისას; ომამდელთან შედარებით სხვაობა კიდევ გაიზარდა. საბჭოთა კავშირმა არც თავად მიიღო მონაწილეობა მარშალის გეგმაში და არც თავის „სატელიტებს“ მისცა ნება — რამაც აღმოსავლეთ–დასავლეთის გაყოფა გააღრმავა.
“in 1948 commodity production per head among the countries of North-Western Europe was about four times as high as in the Southern and South-Eastern countries”
წყარო: ECE 1949, გვ. 21 (PDF 45); OH „NATO“, ¶8; CEEC ¶17–18 — გვ. 9 (PDF 16)
სამრეწველო წარმოება 1947 წელს
ინდექსი: 1938 = 100. ზოლი — 1947 წელი (მარშალის გამოსვლის წელი); მარჯვნივ — 1946 → 1947 → 1948.
ვერტიკალური ხაზი = ომამდელი დონე. ფერი = რეგიონი (ECE-ის დაყოფით). წყარო: ECE 1949, ცხრ. 1, გვ. 4 (PDF 28).
ჩრდილო-დასავლეთ ევროპა
დიდი ბრიტანეთი100 →108→ 121
ირლანდია110 →116→ 137
დანია101 →116→ 130
ნორვეგია94 →108→ 118
შვედეთი136 →138→ 143
დასავლეთ ევროპა (კონტინენტური)
საფრანგეთი79 →95→ 108
ბელგია89 →106→ 115
ნიდერლანდები74 →94→ 112
გერმანია — ოკუპაციური ზონები
დასავლეთი: ბრიტ./აშშ-ის ზონა29 →34→ 51
ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპა
ავსტრია40 →48→ 74
ჩეხოსლოვაკია— →87→ 102
პოლონეთი79 →104→ 133
სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა
იტალია61 →81→ 87
საბერძნეთი56 →71→ 77
ბულგარეთი122 →145→ 170
საბჭოთა კავშირი
სსრკ76 →93→ 118
0100150
⚠️ ინდექსი ქვეყნის საკუთარ ომამდელ დონეს ადარებს და არა ქვეყნებს ერთმანეთს: ბულგარეთის 145 ძალიან დაბალი საწყისიდანაა,
პოლონეთისა — ახალი საზღვრებით. ამიტომ ქვემოთ ერთ სულზე წარმოებაც არის (1938 წლის დოლარებში).
ქვეყნები რეგიონების მიხედვით
დაყოფა აღებულია 1949 წლის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ანგარიშიდან — ანუ ისე, როგორც თავად იმდროინდელი ეკონომისტები ყოფდნენ ევროპას. ეს ეკონომიკური დაყოფაა (ერთ სულზე წარმოების დონე). პოლიტიკური ხაზი სხვაგან გადიოდა: ჩერჩილმა 1946 წელს „რკინის ფარდის“ მიღმა მოათავსა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ძველი სახელმწიფოების ყველა დედაქალაქი — ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი და სოფია“. შენიშნეთ: ვენა ამ სიაშია, ავსტრია კი 1947 წელს მარშალის გეგმის კონფერენციას შეუერთდა.
წყარო: ECE 1949, ცხრ. 16 — გვ. 21 (PDF 45); CHU ¶18; CEEC PDF 4
სასაქონლო წარმოება ერთ სულზე, 1938 წლის $ — ECE 1949, გვ. 20 (PDF 44)
ყველაზე მდიდარი ჯგუფი. ბრიტანეთმა ომი გამარჯვებულმა დაასრულა და 1946 წლისთვის ომამდელი წარმოება აღადგინა, მაგრამ 1947 წელს დოლარის კრიზისმა მასაც მიაღწია (სტერლინგის გადაცვლის შეჩერება). შვედეთის წარმოება ომის შემდეგაც ომამდელზე ბევრად მეტი იყო (1946: 136).
წყარო: CEEC ¶12, ¶21; ECE ცხრ. 1
ქვეყანა
წარმოება 1946 · 1947 · 1948
ერთ სულზე, $ 1938 · 1947 · 1948
სად აღმოჩნდა
🇬🇧 დიდი ბრიტანეთი
100 · 108 · 121
182 · 181 · 200
მარშალი ’47ბრიუსელი ’48NATO ’49
🇮🇪 ირლანდია
110 · 116 · 137
115 · 115 · 131
მარშალი ’47
🇩🇰 დანია
101 · 116 · 130
1946 — შეფასება
167 · 156 · 179
მარშალი ’47NATO ’49
🇳🇴 ნორვეგია
94 · 108 · 118
133 · 141 · 148
მარშალი ’47NATO ’49
🇸🇪 შვედეთი
136 · 138 · 143
203 · 236 · 237
მარშალი ’47
🇮🇸 ისლანდია
ECE-ის ცხრილებში არ არის
—
—
მარშალი ’47NATO ’49
დასავლეთ ევროპა (კონტინენტური) · Western Europe
მოგვიანებით — ინტეგრაციის ბირთვი: ბრიუსელის ხელშეკრულების ოთხი კონტინენტური ქვეყანა და ECSC-ის ოთხი დამფუძნებელი. საფრანგეთის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ფოლადის ქარხნები რურის კოქსზე იყო დამოკიდებული. შვეიცარიის ერთ სულზე წარმოება 1947 წელს ომამდელზე მაღალი იყო.
ომამდე — ევროპის სამრეწველო წარმოების დაახლოებით მეექვსედი; 1946 წელს დასავლეთ გერმანია ომამდელის მხოლოდ მესამედს აწარმოებდა. ერთ სულზე წარმოებით ევროპის უმდიდრესიდან (189 $) საშუალოზე დაბლა ჩამოვიდა (70 $). აღმასვლა 1948 წელს, ფულის რეფორმის შემდეგ დაიწყო. საბჭოთა ზონა 1947 წლის ბოლოს ომამდელის 51%-ს აწარმოებდა. ყველაზე რთული კითხვა: როგორ აღდგეს გერმანიის ეკონომიკა ისე, რომ ევროპას საფრთხე აღარ შეუქმნას?
წყარო: ECE გვ. 3 (PDF 27) და ცხრ. 16; CEEC დანართი B ¶1–2 — გვ. 69 (PDF 75)
ქვეყანა
წარმოება 1946 · 1947 · 1948
ერთ სულზე, $ 1938 · 1947 · 1948
სად აღმოჩნდა
🇩🇪 დასავლეთი: ბრიტ./აშშ-ის ზონა
29 · 34 · 51
189 · 70 · 90
ერთ სულზე — მთელი გერმანია
მარშალი ’47*ECSC ’51
🇩🇪 საბჭოთა ზონა
1947 წლის ბოლოს — ომამდელის 51% (ECE გვ. 3, სქოლიო). ბერლინი — ჩერჩილის სიაში
—
—
„საბჭოთა სფერო“ ’46
ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპა · Central and North-Eastern Europe
ორი ევროპის საზღვარზე მდებარე ქვეყნები. ავსტრია მარშალის გეგმას შეუერთდა; მისი წარმოება 1947 წლის ომამდელის ნახევრიდან 1948 წლის ბოლოს 83%-მდე გაიზარდა. პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია საბჭოთა სფეროში აღმოჩნდნენ (ჩეხოსლოვაკიაში — 1948 წლის გადატრიალება). ⚠️ პოლონეთის მაღალი ინდექსი ნაწილობრივ ახალი საზღვრების შედეგია (სილეზია): ომისშემდგომი ტერიტორია ომამდელ ტერიტორიასთან შედარებულია.
წყარო: CEEC PDF 4; OH „NATO“ ¶9; ECE გვ. 3 (PDF 27), ცხრ. 1 (შენიშვნები), გვ. 20 (PDF 44)
ქვეყანა
წარმოება 1946 · 1947 · 1948
ერთ სულზე, $ 1938 · 1947 · 1948
სად აღმოჩნდა
🇦🇹 ავსტრია
ვენა — ჩერჩილის 1946 წლის სიაში, მაგრამ 1947-ში — მარშალის გეგმის კონფერენციაზე
40 · 48 · 74
1946 — შეფასება; წლიური ბაზა 1937
101 · 53 · 73
მარშალი ’47„საბჭოთა სფერო“ ’46
🇨🇿 ჩეხოსლოვაკია
ჩერჩილი (1946): „ჩეხოსლოვაკიის გარდა, ნამდვილი დემოკრატია არსად არის“; 1948 — გადატრიალება
— · 87 · 102
წლიური ბაზა 1937
103 · 97 · 115
„საბჭოთა სფერო“ ’46
🇫🇮 ფინეთი
1947 წლის კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღია
—
108 · 97 · 110
🇭🇺 უნგრეთი
—
63 · 48 · 59
„საბჭოთა სფერო“ ’46
🇵🇱 პოლონეთი
დასავლეთ ევროპას კოქსის ქვანახშირს აშშ-თან ერთად პოლონეთიც აწვდიდა (CEEC ¶52)
79 · 104 · 133
ომისშემდგ. ტერიტორია vs ომამდელი
62 · 70 · 87
„საბჭოთა სფერო“ ’46
სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა · South and South-Eastern Europe
ყველაზე ღარიბი ჯგუფი — ერთადერთი, სადაც 1948 წლისთვის ერთ სულზე წარმოება ომამდელ დონეს ვერ დაუბრუნდა. იტალიის წარმოება ომის ბოლოს ომამდელის 20%-მდე დაეცა; საბერძნეთში სამოქალაქო ომი მიდიოდა. ბალკანეთის ქვეყნები (ბულგარეთი, რუმინეთი, იუგოსლავია) — ჩერჩილის „საბჭოთა სფეროში“. ესპანეთი 1947 წლის კონფერენციაზე არ მიიწვიეს.
ჩერჩილი (1946): ათენი — გამონაკლისი; 1947–48 — სამოქალაქო ომი
56 · 71 · 77
—
მარშალი ’47
🇧🇬 ბულგარეთი
მაღალი ინდექსი — ძალიან დაბალი საწყისი დონიდან (1938: 43 $ ერთ სულზე)
122 · 145 · 170
43 · 34 · 44
„საბჭოთა სფერო“ ’46
🇷🇴 რუმინეთი
—
38 · 35 · 45
„საბჭოთა სფერო“ ’46
იუგოსლავია
ECE-ის ამ ცხრილებში ცალკე არ არის
—
—
„საბჭოთა სფერო“ ’46
🇵🇹 პორტუგალია
ECE-ის ამ ცხრილებში ცალკე არ არის
—
—
მარშალი ’47NATO ’49
🇹🇷 თურქეთი
ECE-ის ამ ცხრილებში ცალკე არ არის
—
—
მარშალი ’47
🇪🇸 ესპანეთი
1947 წლის კონფერენციაზე არ მიიწვიეს (CEEC ¶18)
—
—
საბჭოთა კავშირი · U.S.S.R.
ECE საბჭოთა კავშირს ევროპის ჯამში არ ითვლის (შესადარისობის გამო). მოლოტოვი 1947 წლის ივნისში პარიზში ბევინთან და ბიდოსთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდა — შეთანხმება ვერ შედგა.
წყარო: ECE გვ. 3, სქ. 1 (PDF 27); CEEC ¶17 — გვ. 9 (PDF 16)
ქვეყანა
წარმოება 1946 · 1947 · 1948
ერთ სულზე, $ 1938 · 1947 · 1948
სად აღმოჩნდა
სსრკ
76 · 93 · 118
ბაზა — 1940 (არა 1938)
—
ნიშნები: მარშალი ’47 1947 წლის პარიზის კონფერენცია — მარშალის გეგმის 16 მონაწილე (CEEC) · მარშალი ’47* დასავლეთ გერმანია პროგრამაში შედიოდა, მაგრამ ხელმომწერი არ იყო (ოკუპაცია) · ბრიუსელი ’48 ბრიუსელის ხელშეკრულება, 1948-03-17 · NATO ’49 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, 1949-04-04 — დამფუძნებელი · ECSC ’51 ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება — ექვსი დამფუძნებელი · „საბჭოთა სფერო“ ’46 ჩერჩილი, ფულტონი 1946: დედაქალაქი „რკინის ფარდის“ მიღმაა.
უსაფრთხოების ხელშეკრულებებიც ეკონომიკით იწყებოდა
ბრიუსელის ხელშეკრულება (1948)
პრეამბულის თანახმად — ხელშეკრულება „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებში თანამშრომლობისა და კოლექტიური თავდაცვისთვის“
მუხლი I — პირველი მუხლი — ეკონომიკაა: მხარეები, „დარწმუნებულნი … ევროპის ეკონომიკური აღდგენისთვის გაერთიანების აუცილებლობაში“, თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას კოორდინაციას გაუწევენ. თავდაცვის ვალდებულება — მხოლოდ მუხლი IV.
“Convinced of the close community of their interests and of the necessity of uniting in order to promote the economic recovery of Europe…”
წყარო: UNTS vol. 19, No. 304, გვ. 55–57 (PDF 3–4); პრეამბულა — PDF 2–3
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება (1949)
NATO — სამხედრო ალიანსი, მაგრამ…
მუხლი 2: მხარეები „შეეცდებიან, აღმოფხვრან კონფლიქტი თავიანთ საერთაშორისო ეკონომიკურ პოლიტიკაში და წაახალისებენ ეკონომიკურ თანამშრომლობას“. ცნობილი მუხლი 5 (კოლექტიური თავდაცვა) მოგვიანებით მოდის.
“They will seek to eliminate conflict in their international economic policies and will encourage economic collaboration between any or all of them.”
წყარო: North Atlantic Treaty, მუხ. 2 (nato.int; ლოკალური PDF 1)
შუმანის დეკლარაცია (1950)
ECSC-ის იდეა
ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება „დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების საერთო საფუძვლების შექმნას“ და ომს საფრანგეთსა და გერმანიას შორის „არა მხოლოდ წარმოუდგენელს, არამედ მატერიალურად შეუძლებელს“ გახდის. აქ უსაფრთხოება და ეკონომიკა ერთ წინადადებაში ერთიანდება.
“…the setting up of common foundations for economic development as a first step in the federation of Europe…”
წყარო: Schuman Declaration, 9.5.1950 (european-union.europa.eu; ლოკალური PDF 2)
ქრონოლოგია 1945–1957
ეკონომიკაუსაფრთხოებაპოლიტიკა
ომი მთავრდება. ევროპა „უფრო მეტად არის რესურსებს მოკლებული, ვიდრე ოდესმე თანამედროვე ისტორიაში“. [CEEC ¶5, ¶7]
CEEC-ის ანგარიში — 16 ქვეყნის ერთობლივი აღდგენის პროგრამა. [CEEC PDF 4–5]
ჩეხოსლოვაკიის გადატრიალება; კონგრესი იღებს ეკონომიკური თანამშრომლობის აქტს (მარტი) — მარშალის გეგმა. [OH „NATO“ ¶9; OH „Marshall Plan“ ¶6]
ბრიუსელის ხელშეკრულება — მუხლი I: ევროპის ეკონომიკური აღდგენა. [UNTS 19]
OEEC — ომისშემდგომი პირველი ევროპული ორგანიზაცია, აშშ-ის ინიციატივით; გადაწყვეტილებები — ყველა წევრის შეთანხმებით. [OEEC-ის კონვენცია, მუხ. 14; ABC გვ. 13]
ბერლინის ბლოკადა. [OH „NATO“ ¶9]
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება — მუხლი 2: ეკონომიკური თანამშრომლობა. [NAT]
ევროპის საბჭოს წესდება (ლონდონი) — თავდაცვა მის სფეროს გარეთაა (მუხ. 1(d)). [UNTS 87]
შუმანის დეკლარაცია — ქვანახშირი და ფოლადი საერთო უმაღლესი ორგანოს ხელში. [SCH]
პარიზის ხელშეკრულება — ECSC (ძალაში 1952-07-23). [ABC გვ. 17]
რომის ხელშეკრულებები — EEC და ევრატომი (ძალაში 1958-01-01). [ABC გვ. 18]
ორგანიზაციები: ვინ წყვეტდა და რამდენად სავალდებულოდ
ომისშემდგომი ორგანიზაციები ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მთავარ რამეში განსხვავდება: ვინ იღებს გადაწყვეტილებას, შეუძლია თუ არა ერთ ქვეყანას მისი დაბლოკვა და სავალდებულოა თუ არა შედეგი. ABC of EU Law მათ სამ ჯგუფად ყოფს: ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციები (OEEC, NATO, დასავლეთ ევროპის კავშირი), ევროპის საბჭო (და ეუთო) — „ჩვეულებრივი საერთაშორისო თანამშრომლობა“, და ევროპის კავშირი — სადაც სახელმწიფოებმა სუვერენული უფლებების ნაწილი გადასცეს. [ABC გვ. 13–15, 17 (PDF 15, 17, 19)]
ABC — I ჯგუფი: ევრო-ატლანტიკური
ABC — II ჯგუფი: ევროპის საბჭო
ABC — III ჯგუფი: ევროპის კავშირი
ნიშანი
OEECევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია
ბრიუსელის ხელშეკრ.1954-იდან — დასავლეთ ევროპის კავშირი (WEU)
NATOჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
ევროპის საბჭოCouncil of Europe
ECSCქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება
EECევროპის ეკონომიკური გაერთიანება
ევრატომიატომური ენერგიის ევროპული გაერთიანება
დაარსება
1948-04-16, პარიზი
1948-03-17, ბრიუსელი · ძალაში 1948-08-25
1949-04-04, ვაშინგტონი
1949-05-05, ლონდონი · ძალაში 1949-08-03
1951-04-18, პარიზი · ძალაში 1952-07-23 · 50 წლით (მუხ. 97)
1957-03-25, რომი · ძალაში 1958-01-01 · უვადოდ (მუხ. 240)
1957-03-25, რომი · ძალაში 1958-01-01
დამფუძნებელი დოკუმენტი
ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის კონვენცია
ბრიუსელის ხელშეკრულება
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება
ევროპის საბჭოს წესდება
პარიზის ხელშეკრულება
რომის ხელშეკრულება (EEC)
რომის ხელშეკრულება (Euratom)
რას ეხება
„ჯანსაღი ევროპული ეკონომიკა“; უშუალო ამოცანა — ევროპის აღდგენის პროგრამა (მარშალის გეგმა) (მუხ. 11)
ეკონომიკა (I), სოციალური (II), კულტურა (III), კოლექტიური თავდაცვა (IV)
კოლექტიური თავდაცვა (მუხ. 5) + ეკონომიკური თანამშრომლობა (მუხ. 2)
მეტი ერთიანობა; ეკონომიკური და სოციალური პროგრესი; ადამიანის უფლებები (მუხ. 1). თავდაცვა — არა (მუხ. 1(d))
ერთი დარგი — ქვანახშირი და ფოლადი
ფართო: საერთო ბაზარი — საბაჟო გადასახადები, საერთო სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო პოლიტიკა, კონკურენცია… (მუხ. 2–3)
ერთი დარგი — ბირთვული ინდუსტრიის „სწრაფი შექმნა და ზრდა“ (მუხ. 1)
ვინ იღებს გადაწყვეტილებას
საბჭო — ყველა წევრი; „ყველა გადაწყვეტილების წყარო“ (მუხ. 15)
საკონსულტაციო საბჭო — „კონსულტაციისთვის“ (VII)
საბჭო — ყველა მხარე წარმოდგენილია (მუხ. 9)
მინისტრთა კომიტეტი (1 სახელმწიფო = 1 ხმა, მუხ. 14) + საკონსულტაციო ასამბლეა
უმაღლესი ორგანო — 9 დამოუკიდებელი წევრი, „ზენაციონალური ხასიათი“, მთავრობებისგან მითითებებს არ იღებს (მუხ. 9); + მინისტრთა სპეციალური საბჭო (მუხ. 7, 26)
საბჭო (მთავრობები), ხშირად კომისიის წინადადებით; კომისია (მუხ. 145, 189)
საბჭო და კომისია (მუხ. 161)
ხმის მიცემა / ვეტო
ყველა წევრის ურთიერთშეთანხმებით (მუხ. 14) → ყველას აქვს ვეტო; თავშეკავება არ აბრკოლებს
ხმის მიცემის წესს ხელშეკრულება არ ადგენს
ხმის მიცემა არ არის — კონსენსუსი 1949-იდან; ახალი წევრის მოწვევა — ერთსულოვნად (მუხ. 10)
მნიშვნელოვანი საკითხები — ერთსულოვნად (მუხ. 20(a)); პროცედურული — უბრალო უმრავლესობით (20(b))
უმაღლესი ორგანო — თავისი წევრების უმრავლესობით (მუხ. 13); ზოგ შემთხვევაში საჭიროა საბჭოს თანხმობა — უმრავლესობით ან ერთსულოვნად (მუხ. 28)
საბჭო — წევრთა უმრავლესობით, „თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ (მუხ. 148(1)); ბევრგან — ერთსულოვნება გარდამავალ პერიოდში, მერე კვალიფიციური უმრავლესობა (მაგ. სოფლის მეურნეობა, 43(2)); 12-წლიანი გარდამავალი პერიოდი (მუხ. 8)
საბჭო — წევრთა უმრავლესობით, „თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“; კვალიფიციური უმრავლესობა — 17-დან 12 ხმა (BE 2, DE 4, FR 4, IT 4, LU 1, NL 2) (მუხ. 118)
სავალდებულოა?
გადაწყვეტილებები — წევრებისთვის შესასრულებლად (მუხ. 13, 14); შეუსრულებლობისას სხვებს შეუძლიათ „მის გარეშე გააგრძელონ“ (მუხ. 26)
ვალდებულებებს თავად ხელშეკრულება ადგენს (მაგ. IV — „ყველა სამხედრო და სხვა დახმარება“); საერთო ორგანოს სავალდებულო აქტები — არა
ვალდებულებები — ხელშეკრულებიდან (მუხ. 5); ორგანო სავალდებულო აქტებს არ იღებს
არა — რეკომენდაციები მთავრობებს (მუხ. 15(b)); შეთანხმებები/კონვენციები — მხოლოდ მათ, ვინც მიუერთდება
დიახ — გადაწყვეტილებები „სავალდებულოა ყველა ელემენტით“ (მუხ. 14)
დიახ — რეგლამენტი „მთლიანად სავალდებულო და პირდაპირ მოქმედი“; დირექტივა — შედეგის მხრივ; გადაწყვეტილება (მუხ. 189)
დიახ — რეგლამენტი, დირექტივა, გადაწყვეტილება (მუხ. 161)
დამფუძნებლები
16 სახელმწიფო + გერმანიის სამი დასავლური ზონის მთავარსარდლები
5 (ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი)
ECSC-ის ხელშეკრ. (FR), გვ. 21–25, 32–33, 98 (PDF 14–18, 25–26, 91); ABC გვ. 17
EEC-ის ხელშეკრ., CELLAR 11957E002/003/008/043/145/148/189/240; ABC გვ. 18 (PDF 20)
Euratom-ის ხელშეკრ., CELLAR 11957A001/118/161; ABC გვ. 18 (PDF 20)
ცხრილი ჰორიზონტალურად სქროლავს. ყოველი უჯრა დამფუძნებელი დოკუმენტის მუხლს ეყრდნობა; ტექსტი — ჩვენი თარგმანი/შეჯამება.
ხშირი გამარტივებები — და რას ამბობს ტექსტი
„ყველა ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილება სავალდებულო იყო“ — არა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მთავრობებს რეკომენდაციებს აძლევს (წესდება, მუხ. 15(b)); NATO-ს ორგანოები სავალდებულო აქტებს არ იღებენ.
„ევრატომში მუდმივი ერთსულოვნება იყო“ — არა. ევრატომის ხელშეკრულების მუხ. 118: საბჭო წყვეტს უმრავლესობით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (12 ხმა).
„ECSC-ში ყველაფერს მხოლოდ ტექნოკრატები წყვეტდნენ“ — გამარტივებაა. უმაღლესი ორგანო მართლაც დამოუკიდებელი იყო (მუხ. 9), მაგრამ ზოგ საკითხზე მინისტრთა საბჭოს თანხმობა სჭირდებოდა, ზოგჯერ — ერთსულოვანი (მუხ. 28).
„EEC-ში ვეტო მაშინვე გაქრა“ — არა. ხელშეკრულებამ ბევრ სფეროში ერთსულოვნება გარდამავალ პერიოდზე დატოვა და კვალიფიციურ უმრავლესობაზე გადასვლა მოგვიანებით გაითვალისწინა (მაგ. მუხ. 43(2); მუხ. 8).
წყაროს კრიტიკა
CEEC-ის ანგარიში დახმარების მთხოვნელებმა დაწერეს — ამერიკისთვის, რომელსაც ფული უნდა გაეღო. თავად ანგარიში აღიარებს, რომ „რამდენიმე კვირაში შეუძლებელი იყო სრულად დეტალური და ზუსტი აღწერა“ (პრეამბულა (iii), გვ. 1 / PDF 8).
ინდექსი ≠ კეთილდღეობა. ბულგარეთის ინდექსი 145 ძალიან დაბალი საწყისიდანაა; პოლონეთისა — ახალი საზღვრებით (სილეზია); სსრკ-ის ბაზა 1940-ია, ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის — 1937. ამიტომ ვდებთ ერთ სულზე წარმოებასაც (ECE ცხრ. 1, შენიშვნები; ცხრ. 16).
ECE ოთხ ჯგუფს ეკონომიკური ნიშნით ყოფს (ერთ სულზე წარმოება), არა პოლიტიკურით. „ცენტრალური ევროპა“ ამ ანგარიშში ფინეთსაც მოიცავს; ჩერჩილის „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა“ კი — ბერლინსა და ვენას.
იმავე ანგარიშში ორი ციფრი: ომამდელი პურეული — 192 კგ (ცხრ. 8) და 196 კგ (¶132).
აშშ-ის ისტორიკოსის ოფისის „Milestones“ — აშშ-ის სამთავრობო ტექსტი, რომელიც „აღარ განახლდება“ (¶4): გამოგვადგება ფაქტებისთვის, შეფასებებს კი ფრთხილად ვეკიდებით.
საფიქრალი სემინარისთვის
თუ 1947 წელს ევროპას დოლარი არ ჰქონდა, რა ემართებოდა ქვანახშირისა და პურის იმპორტს — და მერე შიდა პოლიტიკას?
რატომ არ შეეძლო საფრანგეთს ფოლადის წარმოების აღდგენა გერმანიის გარეშე — და რატომ ეშინოდა გერმანიის აღდგენის?
ბრიუსელის ხელშეკრულება თავდაცვის ალიანსია. რატომ არის მისი პირველი მუხლი ეკონომიკაზე?
შუმანის დეკლარაციის რომელ წინადადებაშია ეკონომიკა და უსაფრთხოება ერთად?
წყაროები
CEEC — Committee of European Economic Co-operation, Volume I: General Report (Paris, 22 September 1947). US Department of State Publication 2930 · ↗
ECE — United Nations, Economic Commission for Europe, Economic Survey of Europe in 1948 (Geneva, 1949) · ↗
UNTS — Treaty between Belgium, France, Luxembourg, the Netherlands and the United Kingdom (Brussels Treaty), 17 March 1948 — UNTS vol. 19, No. 304 · ↗
NAT — The North Atlantic Treaty, Washington D.C., 4 April 1949 · ↗
OH — US Department of State, Office of the Historian — Milestones: „Marshall Plan, 1948“; „North Atlantic Treaty Organization (NATO), 1949“ · ↗
ABC — K.-D. Borchardt, The ABC of EU Law (Publications Office, 2023), გვ. 13–18 · ↗
OEEC — Convention for European Economic Co-operation, Paris, 16 April 1948 (CVCE) · ↗
CoE — Statute of the Council of Europe, London, 5 May 1949 — UNTS vol. 87, No. 1168 · ↗
ECSC — Traité instituant la Communauté européenne du charbon et de l'acier, Paris, 18 avril 1951 (CELEX 11951K/TXT) · ↗
EEC — Treaty establishing the European Economic Community, Rome, 25 March 1957 (CELEX 11957E) · ↗
Euratom — Treaty establishing the European Atomic Energy Community, Rome, 25 March 1957 (CELEX 11957A) · ↗
NATO-C — NATO, Consensus decision-making at NATO (updated 30 June 2023) · ↗
CHU — W. S. Churchill, The Sinews of Peace, Fulton, 5 March 1946 (NATO transcript) · ↗
გვერდის ნომრები: „გვ.“ = ნაბეჭდი, „PDF“ = ფაილის გვერდი. ციტატების ქართული თარგმანი — ჩვენია.
ციფრები ECE-ის ცხრილებიდან გადამოწმებულია გვერდის სკანზე.